2018-11-15 12:38:13, 1483 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი არჩევნების თარიღზე: პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არ არის
„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცესკო-ს სახით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებს და მას მიუღებლად მიიჩნევს.
„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი: ,