15:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 17:01:12, 1660 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია ჰქონდა აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის ელჩს.

„საარჩევნო გარემოსა და მუქარაზე ერთნაირი პოზიციები გვაქვს. ასევე მკითხა, რა იყო ბოლო დღეების მუქარა, რაც პირადად მე და ჩემმა შვილებმა მივიღეთ. ამით იყო დაინტერესებული და მოისმინა შენიშვნები, რაც მქონდა საარჩევნო გარემოზე. თვითონაც გამოთქვა იგივე სურვილი და წუხილი, რომ გარემო არ არის უფრო ცივილური და ევროპული", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში შეაფასა, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გაკეთებული შეფასებები მისაღებია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics