16:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 11:01:07, 3380 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის ინიციატივას ერთიანი ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ერთიანი ევროპული არმია შესაძლოა ნატო-ს დანამატი გახდეს.

"ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ხედვაზე, რომ ერთ დღეს შევქმნათ რეალური ევროპული არმია. როგორც ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა 4 წლის წინ, საერთო ევროპული არმია დაანახებს მსოფლიოს, რომ აღარასოდეს იქნება ახალი ომი ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს არმია არ იქნება ნატო-ს წინააღმდეგ მიმართული. ეს იქნება ნატო-სთვის კარგი დამატება. არავის სურს კლასიკური კავშირების ეჭვქვეშ დაყენება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი, ევროპული არმიის შექმნა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics