2018-11-13 14:11:16, 1772 ნახვა
პოლიტიკა
„დეპუტატების პულტების გამოყენება მოხდა“ - პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო
პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო.
განმეორებითი რეგისტრაციის დროს ტაბლოზე სხდომათა დარბაზში 78 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააპროტესტა.
როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ტაბლოზე დაფიქსირებული რაოდენობა, დარბაზში მყოფი დეპუტატების რაოდენობას არ ემთხვევა. ოპოზიციის თქმით, სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას მოხდა.
ოპოზიციის წევრებმა არ გაიარეს რეგისტრაცია, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია საბოტაჟსა და პოლიტიკურ დემარშში დაადანაშაულეს.
სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო.
ავტორი: ,