16:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 17:14:54, 1726 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი ენმ-ს: გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად

„გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, დაგივლით სუყველას დედიან-მამიანად“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის წევრს რომან გოცირიძეს.

ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურში, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ დაიმსახურებენ.

„თქვენ რაც ჩაიდინეთ, შეცდომა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული იყო, სისტემური დანაშაული, და ყოველდღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ იმან გადაგარჩინათ თქვენ, ეს პრეტენზია გვაქვს ქართულ ოცნებასთან. თორემ აქ ჩვენი თანამებრძოლი ხალხია, ერთად ვიბრძოდით თქვენი რეჟიმის და თქვენი ბოროტების წინააღმდეგ. და ძალიან მარტივად მინდა გითხრათ - გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში, იმ პლაკატებს ახლა, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებთ, ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ... ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი ტიტუშკების არავის არც ეშინია, არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან რომ დედას იგინება, დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად სუყველას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics