23:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 14:04:15, 1931 ნახვა

სამართალი
თბილისში, ორ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს. 

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას, 02:00 საათზე მოხდა. მათივე მტკიცებით, დაახლოებით 4-7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალებს. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს,

უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 

ცნობისთვის, ერთერთი დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და  მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში ეხმარება.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics