07:45 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 17:19:13, 1069 ნახვა

რეგიონი
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა.

„ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

ადგილზე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics