|
2018-11-09 14:54:47, 2137 ნახვა
სამართალი
„სუს-ს კორუფციის გამოძიების უფლება უნდა გამოეყოს; ფარული მოსმენებისთვის დამოუკიდებელი უწყება უნდა შეიქმნას“ - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა. როგორც "გამჭვირვალობის" განცხადებაშია ნათქვამი, სამსახურის ფუნქციებს უნდა გამოეყოს გამოძიების და განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების სამსახურზე სრულფასოვანი ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს, რაშიც გადამწყვეტი როლი საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს. "უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელდეს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი მათი ინსტიტუციური ავტონომიის გაძლიერება და არაჯეროვანი პოლიტიკური გავლენისგან დაცვა იქნება, რაც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის პრინციპის პრაქტიკაში განხორციელებას და ყველა შესაძლო დანაშაულის ქმედით გამოძიებას (იმ შესაძლო დანაშაულების ჩათვლით, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები ან გავლენიანი პოლიტიკოსები შეიძლება მონაწილეობდნენ). უნდა განხორციელდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა. სამსახურის ფუნქციებს უნდა გამოეყოს გამოძიების და განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. უსაფრთხოების სამსახურზე სრულფასოვანი ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს, რაშიც გადამწყვეტი როლი საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია ფარული მოსმენების სისტემის რეფორმირება და რეალურად დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ტექნიკურად განახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას. უნდა ჩატარდეს პროკურატურის რეალური რეფორმა, შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი და მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაიწყოს საგამოძიებო სისტემის რეფორმა. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს თავად სამართალდამცავი ინსტიტუტების თანამშრომელთა ანგარიშვალდებულება, რაც, სხვა ზომებთან ერთად, გულისხმობს მათ მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევების ქმედით გამოძიებას. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც რეალურად გამიჯნული იქნება პროკურატურისგან და შეძლებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. სრული რეკომენდაციების სანახავად გადადით ბმულზე.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)