12:41 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 11:05:38, 1321 ნახვა

პოლიტიკა
ირლანდიელი სენატორი - არც თუ ისე შორეულ მომავალში, საქართველოს გამთლიანებულს ვიხილავთ

ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით და  საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ,-  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, სენატორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

სენატორ დერმუდ უილსონის განცხადებით, იგი შეძრწუნებულია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით.  საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

„ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა. სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას. იმედი მაქვს, სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს",- განაცხადა სენატორმა დერმუდ უილსონმა.

შეგახსენებთ ირლანდიის სენატმა 20018 წლის 7 ნოემბერს  ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union", რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას. რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.



 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics