|
2018-11-08 14:18:10, 1588 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: პენსიონერების მწარე დაცინვაა, როდესაც ე.წ. კანდიდატი მათ 400-ლარიან პენსიას პირდება
„უბრალოდ ჩვენი პენსიონერების მწარე დაცინვაა, როდესაც ეგრედწოდებული კანდიდატი პირდება 400 ლარიან პენსიას, რომელსაც ჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ პენსიის ზრდა პოლიტიკოსების ცრუ დაპირებებზე არ იყოს დამოკიდებული. „დღევანდელი პენსიონერებისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე, ისე რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე მაგალითად ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც ეხლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟღერს და უბრალოდ დაცინვა არის, მწარე დაცინვა არის ჩვენი პენსიონერების, როდესაც ეგრედწოდებული კანდიდატი და ეგრედწოდებული უყვარს ეს სიტყვა ბატონ გრიგოლს, პირდება 400 ლარიან პენსიას, რომელსაც ჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს და იცის ეს ძაან კარგად თვითონ გრიგოლ ვაშაძემ და თვითონ თუ ვინმე ეკონომისტი ყავთ რაიმე ცოდნით ამ პარტიაში ყველამ ძაან კარგად იცის, რომ შეუძლებელია 2019 გინდა 20 და გინდა 21 წელს 400 ლარიანი პენსია, რომ ჰქონდეს. აი ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული აუცილებლად იქნება 400 ლარიანიც, 500 და 600 ლარიანი პენსიები, საბოლოო ჯამში, რომ უნდა იყოს დაახლოებით 50-60% საშუალო ხელფასისა. დაახლოებით დღევანდელი ფულიდან, რომ გადავიანგარიშოთ 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია, რომ ვილაპარაკოთ, რომ ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შემოვთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)