15:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 14:26:43, 2040 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: სააკაშვილი დემოკრატია - როდის იყო დიქტატორი მშვიდობიანად აბარებდა ძალაუფლებას?!

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიამ იკლო. 

როგორც ვაშაძემ DW-სთან ინტერვიუში განმარტა, ძირითადი დემოკრატიული პრიციპეი შემორჩენილია, თუმცა მისი თქმით, ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს. 

"მე არ მოვიქცევი როგორც მისი ძველი კოლეგები, ტელევიზიებში არ დავიწყებ იმის ყვირილს, რომ ყველაფერში მიშა სააკაშვილია დამნაშავე, რომ სააკაშვილია დიქტატორი, რომ ის ყველას ხელს გვიშლიდა. ის არ არის დიქტატორი, ის დემოკრატია. როდის იყო დიქტატორი საკუთარ ძალაუფლებას მშვიდობიანად აბარებდა სხვას?! როდესაც ვსაუბრობთ შეცდომებზე, უნდა განვასხვავოთ შეცდომები დიქტატურისგან. 2007 წელი ჩვენი ისტორიის საკმაოდ ტრაგიკული ნაწილია.  ტელეკომპანია "იმედის" დარბევა იყო წარმოუდგენელი შეცდომა და გარკვეულწილად ეს იყო, დასასრულის დასაწყისი. სააკაშვილი ჯერ კიდევ ზედმეტად ახალგაზრდაა, რომ საქმეს ჩამოვაშოროთ. როგორც ადამიანს, რომელმაც 5-6 წელი ემიგრაციაში გაატარა, მოუწევს ამ ქვეყანასთან თავიდან ადაფტირება, რადგან ის საგრძნობლად შეიცვალა. სააკაშვილის შემდეგ დემოკრატიამ საქართველოში იკლო. ანუ რა თქმა უნდა ქვეყანაში შემორჩენილია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები, თუმცა დემოკრატიამ იკლო და ეს ისახება თუნდაც მხოლოდ ერთი ტელევიზიის არსებობაში, რომელსაც არ აკონტროლებს ივანიშვილი", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics