11:12 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-04 12:59:14, 1374 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების ოფისში თათბირს ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ესწრება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის საორგანიზაციო საკითხები განიხილება.

„ მეორე ტური როგორ ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, საქართველოს მოსახლეობამ შეიგნოს რომ ამ არჩევნებს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს,“-განაცხადა რიმა ბერაძემ.

სპეციალური შტაბები მოსახლეობასთან შესაბამისი გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics