|
2018-11-03 18:14:56, 1507 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ 2018 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. წელს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ 33-მა სტუდენტმა ფინანსებში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორმა, აკაკი ხელაძემ კურსდამთავრებულებს მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ. „მინდა მივულოცო ყველა კურსდამთავრებულს ეს დღე და ვუსურვო წარმატებები კარიერული განვითარების გზაზე. ის, რაც „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს“ გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი, სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა აკაკი ხელაძემ. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის თქმით, უნივერსიტეტი უკვე 5 წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით კვალიფიკაცია აიმაღლონ.
„განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამის დასტურია „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, რომელიც დაარსდა სწორედ ამ იდეით, რომ ხელი შეგვეწყო სტუდენტებისთვის პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ უკვე 5 წელია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. ვულოცავ წლევანდელ მაგისტრებს და ვუსურვებ კარიერულ წინსვლას!", - განაცხადა კახა კიკნაველიძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ იძლევა შესაძლებლობას-სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი დასავლური განათლება- სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების 10 საუკეთესო სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც სწავლას დაასრულებს.
(R)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)