16:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 11:51:42, 1689 ნახვა

ეკონომიკა
მაცუიამაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იაპონიის ქალაქ მაცუიამაში, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge"-ის ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას „Red Bridge"-ის ხელმძღვანელი, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. ღვინის მოხმარების კუთხით, მაცუიამა არის ლიდერი ქალაქი რეგიონში. დეგუსტაციას 60-მდე ადგილობრივი ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რესტორნების ქსელების წარმომადგენელი დაესწრო.

„მე ძალიან ვაფასებ ყველა მონაწილეს, რომლებიც ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებიან. საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ისევე როგორც იაპონური სამზარეულო, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც შესულია „იუნესკოს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს საქართველოში“, - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

კენიჩი ოჰაშმა, რომელიც ითვლება „ქართული ღვინის ელჩად" იაპონიაში, ადგილობრივ პროფესიონალებს 7 დასახელების ქართული ღვინო წარუდგინა: „რქაწითელი სუპერიორი 2015" (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2016" (ორგო), „მწვანე 2015" (შუმის ხაზი „იბერიული"), „მწვანე 2016" (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი"), „საფერავი 2016" (გიუაანი), „მუკუზანი 2014" (შუმის ხაზი „იბერიული") და  „საფერავი 2015" (შალაურის მარანი).

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics