12:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 14:25:01, 1101 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი გორში ბავშვის მკვლელობაზე: შსს-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დადგენილია პირი და ის ბრალდებულია

დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, გორში მოკლული 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის და დამნაშავის დადგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. 

„მე მინდა გამოვეხმაურო ქალაქ გორში დატრიალებულ მძიმე ტრაგედიას, პატარა ბავშვის საზარელ მკვლელობას - ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რამაც ყველა ჩვენ შეგვძრა. თუმცა, ვიცით ყველამ ის, რომ ამ საქმეზე დაკავებულია პირი და მე მინდა სრულიად ოჯახს, ოჯახის ახლობლებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა, თუ გასამკაცრებელია კანონმდებლობა, უნდა გამკაცრდეს. თუმცა,  დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ აუცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ გაწეული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის, რომლებიც მათ აწარმოეს და ის, რომ დღეს დადგენილია უკვე პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი. უნდა დაველოდოთ სასამართლოს განხილვას და ეს პირი კანონის სრული სიმკაცრით უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics