13:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 12:52:28, 3207 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპს სურს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს შეებრძოლოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სურს კვლავ ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეებრძოლოს, - ამის შესახებ Fox News იუწყება.

„მე ის მომწონს. დემოკრატიული პარტიის ყველა წევრი მომწონს. ვერავის ვხედავ ამ პარტიიდან ვისთანაც არჩევნებზე ბრძოლს არ ვისურვებდი“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

ცნობისთვის, მანამდე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩეევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობას დემოკრტიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი იღებდნენ. ტრამპმა კლინტონი ამომრჩეველთა 304 ხმით 227-ის წინააღმდეგ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარებამდე მედია და ექსპერტები ჰილარი კლინტონის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics