21:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 16:28:15, 476 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: მთის მინისტრს მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი, ასეთი საკითხი არ არის

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით,  მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შესაძლო შექმნის საკითხი სახუმარო თემად იქცა.
დეპუტატმა  იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული ინიციატივის გამო, უმრავლესობას აკრიტიკებენ, საკითხის კარგად გარკვევა ურჩია.
„რეგიონების მაჟორიტარების სამართლიანი გულისტკივილი გამოითქვა, თუ ვინ გამოხატავს მათ ინტერესებს. მოსაზრება სწორედ  აქ წარმოიქმნა-ხომ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მინისტრი?!  მოსახლეობაში ეს საკითხი სახუმარო თემად იქცა და ზოგიერთი ამ საკითხს სერიოზულად ვერ ეკიდება, რადგან არ იცის, თუ რაზეა საუბარი. დაცინვა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ საზოგადოებას მეტი ახსნა-განმარტება სჭირდება. მთის მინისტრს მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი, ასეთი საკითხი არ არის. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მთავრობის დაცინვა იოლია, მაგრამ ბუსუსებიანი პრეზერვატივის არ იყოს, კარგია, ვინმე რამეში თუ გაერკვევა და შემდეგ დაიწყებს ხუმრობას, თორემ ხუმრობა ისეთი ვიცით,  მთელ საქართველოს გავაცინებთ“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივით გამოდის,  მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას.
როგორც გია ჟორჟოლიანმა გუშინ  ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი აპარატი   მთის განვითარების კუთხით იმუშავებს. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია, ახლა კონსულტაცია მთავრობასთან მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics