|
2018-10-28 10:31:29, 1592 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსახლოებამ იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გავმდიდრებულვარ
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და ჩვენმა მოსახლოებამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრბის პერიოდში არ გამდიდრებულა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში მდებარე მის სახლს ეხებოდა. კვირიკაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა მისგან დამატებითი ინფორმაცია არ გამოითხოვა და მხოლოდ საჯარო რეესტრის 2016 წლის ჩანაწერით იხელმძღვანელა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ქვეშეთში მდებარე სახლის აზომვითი ნახაზები და საცხოვრებელი სახლის ლეგალიზაციის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოს ბრძანება 2013 წლით თარიღდება. "ჟურნალისტს ცოტა მეტად რომ მოეკვლია, სულ მცირე, უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსვე მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ ნაკვეთი, არამედ 250 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი. 2016 წლის ჩანაწერში არის მხოლოდ და მხოლოდ ბოლო შესწორება, რომლის საფუძველი იყო დუშეთის საკრებულოს 2013 წლის 14 მაისით დათარიღებული ბრძანება,რომელიც თავის მხრივ 2013 წლის მარტის აზომვით ნახაზს ეფუძნება. მიწის ნაკვეთი, აშენებული პირველი სართულით 2007 წლის 6 აგვისტოს შევიძინე. შენობა დარეგისტრირებული არ იყო და ამიტომ ფიქსირდებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. სწორედ ამიტომ, როგორც კი დავასრულე მშენებლობა 2010 წელს, დავიწყე ლეგალიზაციის პროცესი. 2013 წელს, მინისტრად ჩემი დანიშვნიდან 3 თვეში უკვე დასრულებული იყო აზომვითი ნახაზი, ხოლო მაისში გამოიცა საკრებულოს შესაბამისი ბრძანება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი რეპუტაცია. მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ყველგან ნამდვილად პატიოსნად ვიმსახურე. აქედან გამომდინარე ვაკეთებ ასეთ დაწვრილებით კომენტარს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არც ერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას გუშინვე დაუკავშირდა მისი წარმომადგენელი და მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ის არც ეთერში გასულა და არც ვებ-გვერდზე განთავსებულა. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მისი კომენტარის შემდეგ ტელეწამყვანის, ხელმძღვანელის და ჟურნალისტს მიერ შესაბამისი განცხადებები გაკეთდება. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და ჩვენმა მოსახლოებამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)