2018-10-28 10:17:59, 1640 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში N12 უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა
მცირე ინციდენტი დაფიქსირდა N12 უბანზე, სადაც კომისიის წევრების თქმით, ერთ-ერთ მოქალაქეს სავარაუდოდ, მარკირების პროცედურა უკვე გავლილი ჰქონდა. აღნიშნული მიზეზით კომისიამ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში რამდენიმე საჩივარია შესული.
„დილის საათებიდან ყველა საარჩევნო უბანი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაიხსნა. თავის დროზე გაკეთდა ყველაფერი. პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის რამდენიმე საჩივარი. თუ ამომრჩეველს აღმოაჩნდება მარკირება, რაც მოწმდება სპეციალური ულტრაიისფერი ფარნით, დაზუსტდება, არის თუ არა ეს მარკირება და ამ პიროვნების სახელი ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერება, ის ხმას ვეღარ მიცემს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით აუცილებლად მოვიძიებთ ინფორმაციას“, – განაცხადა დიდუბის ოლქის კომისიის თავმჯდომარე ლიკა ავალიშვილმა.
ავტორი: ,