00:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 09:17:39, 1762 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაის განცხადებით, მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და საიმედო ხვალინდელი დღე. 

„საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, სჭირდება რომ მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში. მეორე ტური, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მაღალი ალბათობა არსებობს მეორე ტურის და დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი სჭირდება და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათ ახალ კონტიტუციას ხმა არ მისცეს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მოსახლეობასთან, რომელიც გაითვალისწინებს იმ განწყობას და მოლოდინს, რაც მოსახლეობას აქვს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების მხრიდან პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ვაფასებ უარყოფითად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 დავით ბაქრაძემ ხმა პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 27 საარჩევნო უბანზე მისცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics