21:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 13:09:51, 346 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მომსახურების ხარისხი არ დაეცემა, თუმცა წელს მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას დავემშვიდობებით

"მომსახურების ხარისხი არ დაეცემა, თუმცა  წელს მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას დავემშვიდობებით ",-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თანხების  შემცირება  ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება. კერძოდ, მიმდინარე წელს   2 სოფლის სახლი აღარ აშენდება და საჯარო რეესტრს საკუთარი სათაო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად,  3 მილიონის ბიუჯეტისთვის  გადაცემა მოუწევს. გარდა ამისა,  იუსტიციის სამინისტრო ბიუჯეტში ასევე, გადარიცხავს მცხეთის  იუსტიციის სახლის თანხას, რომელიც ვეღარ აშენდება.

თეა წულუკიანის მტკიცებით, იუსტიციის სახლი და ყველა სოფლის სახლი მუშაობას კვლავ მაღალი ხარისხით გააგრძელებს.

"ის პროექტები, რაც ფუნქციონირებს  იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ასეთივე მაღალი ხარისხით გააგრძელებს ყველა იუსტიციის სახლი და ყველა სოფლის სახლი მუშაობას, 4 სოფლის სახლი გაიხსნება ივნისში, 4 შემოდგომაზე, მაგრამ კიდევ ორი- მე-9 და მე-10 სოფლის სახლი გადავა მომავალი წლისთვის. ხარისხი მომსახურების არ დაეცემა, თუმცა ჩვენ დავემშვიდობებით წელს  მცხეთის იუსტიციის სახლის იდეას",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics