15:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 17:14:45, 510 ნახვა

რეგიონი
ბოლნისში ხე-ტყის უანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე, რომელიც ფორდ ტრანზიტს მართავდა, ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მასზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანის ძარაზე 3 მეტრ კუბამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი აღმოჩნდა.

„მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics