05:20 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 12:06:41, 1663 ნახვა

პოლიტიკა
ფაქისო მოჩოჩოკო: აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია

ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენლის ფაქისო მოჩოჩოკოს განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან თავისუფალია, რაც საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. 

როგორც მოჩოჩოკომ აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, იგი აგროვებს ინფორმაციას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად.

„ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის“, – განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics