|
2018-10-22 18:30:24, 2260 ნახვა
სამართალი
ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრიკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ. მისი საქართველოში ყოფნის დროს, 2017 წლის ივლისში დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.ა.-ს და თითქოსდა დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა. „საქართველოში დ.ა.-ს ჩამოსვლის შემდეგ დ.რ-მ ის ნაქირავებ ბინაში მოათავსა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, აუკრძალა თავისუფალი გადაადგილება და ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.რ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში გადაჰყავდა და 2018 წლის 12 იანვრამდე მის სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევის ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს თვითონ ისაკუთრებდა. გამოძიების ეტაპზე, დ.რ. მიმალვას და საქართველოდან მალულად გასვლას შეეცადა, თუმცა 2018 წლის 19 იანვარს, ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე იქნა დაკავებული. დ.რ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)