|
2018-10-22 15:18:15, 1778 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი გიორგი ქობულია ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელ დირექტორს პეტერ ვან მიერლოს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნიდერლანდების განვითარების ბანკის მიმდინარე პროექტებს საქართველოში, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მისი პორტფელი ქვეყანაში 350 მლნ ევროს ინვესტიციას შეადგენს და მოიცავს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა საბანკო, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. „ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და გადავწყვიტეთ, რომ ნიდერლანდების განვითარებს ბანკი უფრო ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ნიდერლანდების მხარესთან მოხდა შეთანხმება, რომ მომზადდება დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ კომპონენტებს. მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდელი სპეციალისტები ქართულ მხარეს გაუწევენ კონსულტაციებს მათი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე დაგვეხმარებიან ტექნოლოგიების გადმოტანით და ფართომასშტაბიანი განათლების პროგრამების დანერგვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენ 15 წელია, რაც საქართველოსთან წარმატებით ვთანამშრომლობთ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სოფლის მეურნეობა. საქართველო ჩვენს პორტფელში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამის მიზეზთა შორისაა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და ზრდის შესაძლებლობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა გაზარდოს საკუთარი ეკონომიკა და ამისათვის, მან კიდევ უფრო მეტად უნდა განავითაროს ურთიერთობები მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან და, ასევე, კიდევ უფრო გაზარდოს სოფლის მეურნეობა," - განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ვან მიერლომ. მისივე თქმით, ნიდერლანდების განვითარების ბანკი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმას, მით უფრო, რომ საქართველოში არსებული კლიმატი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ თქვენს ქვეყანაში 15 წელია, ვართ და კიდევ დიდხანს დავრჩებით“, - განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკის საინვესტიციო ოფიცერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იან ვილემ ჰუკი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)