15:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 17:03:32, 919 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ხონის ფსიქიატრიულზე - არსებული სიტუაცია, პაციენტებს ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics