|
2015-06-10 14:51:20, 861 ნახვა
ეკონომიკა
"სოცკოდექს ჯგუფის“ კვლევის მიხედვით, „თიბისი ბანკი“ საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიაა
„სოცკოდექს ჯგუფისა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, „თიბისი ბანკი“ საქართველოში მოქმედ კომპანიებს შორის საუკეთესო დამსაქმებლად გამოცხადდა. კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა. ამის აღსანიშნავად, მწვანე სერთიფიკატი „თიბისი ბანკს“ სასტუმრო „რედისონში“ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა. კვლევა პროექტის „დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თანაბარი უფლებებისათვის“ ფარგლებში წელს ჩატარდა. 3 თვის განმავლობაში თბილისში მოქმედი რამდენიმე ათეული ორგანიზაცია გამოიკითხა, რისი მიზანიც არსებული შრომითი ურთიერთობების ანალიზი იყო. „შრომითი უფლებების დაცვის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, რაც დადასტურდა პროექტის მიმდინარეობისას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მდგომარეობის გამოსწორების პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე და ქვეყნის გულშემატკივარი“, - განაცხადა „სოცკოდექს ჯგუფის“ თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ. „ვამაყობთ, რომ თიბისი ბანკი საუკეთესო დამსაქმებლად გამოვლინდა. ჩვენი კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები. მინდა, მადლობა გადავუხადო სოცკოდექს ჯგუფის მთელს შემადგენლობას იმისათვის, რომ ხელს უწყობენ საქართველოში შრომითი უფლებების დარეგულირებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, ნინო გაჩეჩილაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)