|
2018-10-18 16:00:01, 1931 ნახვა
ეკონომიკა
ქავთარაძე: ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის ჩატარებით საქართველო წარმოჩინდება, როგორც მზარდი ტურიზმის ქვეყანა
23 – 26 ოქტომბერს საქართველო მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge - ს უმასპინძლებს. ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება, პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო Welcome Challenge - სადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაში. მასთან ერთად, მედიის შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კომპანია „კავკაზუს თრეველის" დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და კომპანია „სიბისი ჯორჯიას" დირექტორმა გელა ენდრიუ სულიმ უპასუხეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის ჩატარება ორმაგად მნიშვნელოვანია - ჯერ ერთი, ამით საქართველო მსოფლიო რუკაზე წარმოჩინდება, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის კუთხით მზარდი ქვეყანა, მეორეც, ეს კარგი შესაძლებელია ქართული სტარტაპ კომპანიებისთვის, საკუთარი ბიზნეს-იდეები გააცნონ საერთაშორისო ინვესტორებს და ამით მიეცეთ დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. მსოფლიო ფორუმი ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველია სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ ხედვას და გამოცდილებას. ასევე მოეწყობა სადისკუსიო პანელები და მასტერკლასები. გარდა ამისა, ფორუმზე მოეწყობა სტარტაპების შეჯიბრი. მასში მონაწილეობას მიიღებს წინასწარ შერჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ირმა ქავთარაძის თქმით, მათ შორის, იქნება ორი ქართული სტარტაპიც. გარდა ამისა, 22 ოქტომბრამდე ქართული სტარტაპებიდან კიდევ ერთი მონაწილე შეირჩევა, რომელიც შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში და ფორუმის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე დაგეგმილია ინვესტორთა და სტარტაპთა „მეტჩაპი" და B2B შეხვედრები. ფორუმის პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მთავარი სპიკერი კი - Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს ტელე წამყვანი და მწერალი რიჩარდ ბანგსი. სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler"-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.
(NS)
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)