18:20 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 16:08:16, 1235 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი პატარკაციშვილის საქმეზე: 2007 წელს კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. 

სააკაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგონიაში და ეს განუკითხაობა მალე დასრულდება.

"ამ დადგმაში როგორ არის კუდ-ის ვიღაც 2 თანამშრომელი ამბობს სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა რაც არ უნდა მომხდარიყო. იტყოდნენ პირველმა, პრეზიდენტმა, საკააშვილმა? ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ესეთ დავალებებს არ იღებდნენ რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს, თურმე ივანიშვილს იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძაან მარტივია აგონიაში არიან. ეს ხალხი ვინც ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, ალბათ იმიტომ რომ მათ იციან რომ კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ეს ხალხი ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა  მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics