14:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 15:02:33, 1638 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანი: კალანდიას დაჭერა უნდათ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა ?

მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის და პარლამენტის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული, სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს.

კერძოდ, იგი ამბობს, რომ გამოძიებას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას „გაწირვა“ უნდა.

ის ასევე აცხადებს, რომ საქმის მტკიცებულებების გაყალბება ხდება.

„ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდა გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რეებს აკეთებენ..?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე... უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს სად იქნება... დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა შენ ხომ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ყავს... არც ჩემებს ყავს და არც არავის...“, - მიმართავს მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics