11:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 14:21:02, 1382 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. 

"გუშინ მირზას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. სტრესშია და მისი გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. 4 თვეა სამარტოო საკანში იმყოფება და მის ფსიქიკაზე ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა",- განაცხადა ეკა ხუციშვილმა. 

უფლებადამცველებისთვის უცნობია იგეგმება თუ არა სუბელიანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. 

დეტალური ინფორმაციისთვის "ექსპრესნიუსი" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics