11:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 11:54:09, 776 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტსა და საკრებულოს მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები წარუდგინა და მათ კეთილსინდისიერი შრომისა და ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის მერმა პრეზენტაციაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინსპექტირების ფუნქციების გაძლიერების მიზნით გატარდა. 

კახა კალაძემ თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამსახურის ეფექტიან მუშაობას განაპირობებს ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამ მიმართულებით, წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ძალაში შესვლამდე, სამართალდარღვევების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. ჯარიმები იმდენად მიზერულ თანხებს შეადგენდა, რომ სამართალდამრღვევი წესების დაცვას ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, სამშენებლო დარღვევებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამისა და ქალაქის იერსახის სხვადასხვა ფორმით დამახინჯების მიმართულებით, ჯარიმების ოდენობა უკვე გაზრდილია. 

დედაქალაქის მერმა დღეს, ზედამხედველობის განახლებული  სამსახური - თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა, რომელიც ქალაქში ურბანულ წესრიგზე იქნება პასუხისმგებელი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics