|
2018-10-12 12:27:46, 3278 ნახვა
მსოფლიო
CNBC: თურქეთი დაკავებულ ამერიკელ მღვდელს გაათავისუფლებს
თურქეთი ამერიკელ მღვდელს ენდრიუ ბრანსონს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ CNBC რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეთანხმება ანკარასა და ვაშინგტონს შორის უკვე შედგა. სანაცვლოდ ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. მედიის ცნობით, ბრანსონს სავარაუდოდ, დღეს, მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ გაათავისუფლებენ. ერთ-ერთი წყარო აცადებს, რომ ორმა ქვეყანამ შეთანმბას გასულ თვეში მიაღწიეს და მოლაპარაკებებს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შეგახსენებთ, პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)