11:06 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 15:57:16, 2748 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც რეზოლუციის გაწვევას ეხება, უკმაყოფილოა

რუსეთი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც რეზოლუციის გაწვევას ეხება, უკმაყოფილოა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ევროსაბჭო კრიზისულ მდგომარეობაშია, რადგან ნაციონალური დელეგაციების დისკრიმინაციას ეწევა.

"მწუხარების გარდა სხვა არაფრის გამოწვევა ამ ყველაფერს არ შეუძლია. რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ეროვნული დელეგაციების დისკრიმინაციას ეწევა, ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობის მომხრეები ვართ", - განაცხადა ტოლსტოიმ და დასძინა, რომ რუსოფობია გრძელდება, მათ შორის ევროპარლამენტში. 

ცნობისთვის, ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ განეხილა რეზოლუცია რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების შესახებ. შესაძლოა, დოკუმენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე, 2019 წლის იანვარში განიხილონ. ამ ეტაპზე რეზოლუცია კომიტეტებში დაბრუნდა. მისი განხილვა გუშინ შედგა. სხდომის დროს ევროსაბჭოს დეპუტატებმა ცხარე დებატები გამართეს. საბოლოოდ რეზოლუციის ავტორმა ის გაიწვია. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიას უკავშირდება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 14 წლის მოზარდმა 30-ჯერ გაიტაცა ავტომობილი, იგი დააკავეს
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics