05:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:09:52, 513 ნახვა

საზოგადოება
რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოჭრის ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

რაჭაში, ცხრაჯვარებთან ხეების გაჩეხვის ფაქტი დაფიქსირდა. მოგზაურთა და მთამსვლელთა კლუბმა „თეთნულდი“-მ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე  ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით. 

აღნიშნულზე დეტალური ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა კლუბის წარმომადგენლებს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფაქტის ადგილზე შესწავლისას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღრიცხული იქნა უკანონოდ მოჭრილი 60 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-ტყე, რომელთაგან მხოლოდ 5 ცალი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე არის ადგილზე, დანარჩენი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე წაღებულია ჭრის ადგილიდან.

ამ ეტაპზე დაუდგენელია ხის მჭრელის ვინაობა და მოჭრილი ხე-ტყის ადგილმდებარეობა. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და შესწავლა. 

გამოანგარიშებული იქნება ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რის შედეგადაც გატარებული იქნება შესაბამისი რეაგირება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics