11:06 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 09:11:24, 1898 ნახვა

მსოფლიო
რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია

ევროსაბჭომ მოსკოვს სანქციების გაუქმებაზე უარი უთხრა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რეზოლუცია განსახილველად კომიტეტებში დაბრუნდა. აღნიშნულ საკითხს 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი ჰყავდა. 16 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

 „რეზოლუცია დაბრუნდა კომიტეტებში. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ  ერთი წლის განმავლობაში რუსეთს არ აღუდგება ხმის უფლება ევროსაბჭოში", -  განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე  განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა.

„ეს არის ევროსაბჭოს დიდი გამარჯვება, რომ არ მიიღო რეზოლუცია და არ შეურბილა რუსეთის ფედერაციას  მდგომარეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში,  მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ.

რაც შეეხება პროცედურულ საკითხს,  უნდა შევიდეს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესებში  რაიმე ცვლილება, ამაზე  კომიტეტებში მომავალში გაგრძელდება მსჯელობა",- განაცხადა ჩუგოშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 14 წლის მოზარდმა 30-ჯერ გაიტაცა ავტომობილი, იგი დააკავეს
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics