13:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 15:46:26, 1963 ნახვა

ეკონომიკა
Cummins Filtration-ის ყოველწლიური კონფერენცია წელს თბილისში გაიმართა

Cummins Filtration-ი გახლავთ თეგეტა მოტორსის პარტნიორი კომპანია სატვირთო ნაწილების მიმართულებით.

აღნიშნული ბრენდი ყოველწლიურად მართავს წლის შემაჯამებელ კონფერენციებს, სადაც აერთიანებენ ყველა მსხვილ პარტნიორს. თეგეტა მოტორსის ინიციატივით და თეგეტა თრეველის ორგანიზებით აღნიშნული კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად შეირჩა საქართველოAnchor. კონფერენციებზე შეჯამდა წლის ჭრილში მიღწეულ შედეგები, განიხილეს ბაზრის სამომავლო განვითარებაზე  ხედვები და შეიმუშავეს  სტრატეგიები Fleetguard-ის პროდუქტების გაყიდვების განვითარებასთან დაკავშირებით.

კონფერენციას ესწრებოდა 40-მდე წარმომადგენელი 7 სხვადასხვა ქვეყნიდან,  აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, მოლდოვა, თურქმენეთი და საქართველო. შეხვედრის მონაწილე კომპანიებმა გარდა სტრატეგიული საკითხების ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. კომპანიის წარმომადგენლები და კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალსა და სათაო ოფისს.  ვიზიტის ფარგლებში  მათ დაათვალიერეს თეგეტა მოტორსის სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები სერვისი, ასევე დიზელის სერვის ცენტრები. სტუმრები დეტალურად გაეცნენ თეგეტა მოტორსის სერვისებს, სტანდარტებს და კომპანიის მიმართულებებს.

Cummins Filtration არის მსოფლიოს ლიდერი კომპანია სატვირთო ავტომობილების ნაწილების მიმართულებით. გლობალური ბრენდი, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება 190 ქვეყანაში. კომპანიის ძირითად საწარმოო მიმართულებას წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების საწვავის, ჰაერის, ჰიდრავლიკის და ზეთების ფილტრებს წარმოების მიმართულება.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics