11:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 11:12:15, 1301 ნახვა

სამართალი
9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა საჯარო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს, 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემულია 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი.

„დღევანდელ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ანგარიში დეპარტამენტის მუშაობის შესახებ. ანგარიშში საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, თუ რა შედეგებია მონიტორინგის შედეგად მიღწეული. ვისაუბრებთ სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, რამდენად არის გაზრდილი ქალთა მიერ მომართვიანობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ასევე, გაზრდილია მომართვიანობა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზეც.

საუბარი იქნება განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავნერგეთ რისკის შეფასების ინსტრუმენტი, მოძალადის მონიტორინგის მექანიზმები. ასევე, საუბარი გვექნება იმ სახელმძღვანელოებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. წარმოვადგენთ სამომავლო გეგმებსაც, თუ რას აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში და წლის ბოლომდე. ოჯახურ დანაშაულებზე და ქალთა მიერ მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს.

ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა ელექტროსამაჯურების დანერგვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტროსამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში პირველი სარაკეტო განგაში გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics