|
2018-10-08 17:38:05, 1523 ნახვა
კომენტარი
იზორია - დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის სამინისტრო აშშ-სთან ერთად, ყველაფერს აკეთებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რაც გამოიხატება დიდძალი ფინანსური რესურსის გამოყოფით და ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს მის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. ლევან იზორიამ კონკრეტულად, დაშავებული ვახტანგ დოლიძის ბრალდებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხვები 2013 წელს უკავშირდება, თუკი ვახტანგ დოლიძეს გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები მას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს, თუმცა თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე გადაცდომა და უწყება პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. დღესვე, მინისტრმა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს გარდაცვლილი კაპრალის, გია ჩაჩუას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით უბედური შემთხვევიდან უმოკლეს პერიოდში განკარგულება გამოიცა, რის საფუძველზეც დაღუპული კაპრალის ოჯახს 8500 ლარის ჩაერიცხა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ასევე მისი უშუალო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ხარჯებით განმეორებით ექსპერტიზას უზრუნველყოფს, რათა არ არსებობდეს რაიმე დამატებითი შეკითხვა. ამასთან, ლევან იზორიას თქმით, თითოეული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის პრობლემას თავდაცვის უწყება ყურადღებით და სრულფასოვნად განიხილავს.
(NS)
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)