|
2018-10-08 17:32:04, 1249 ნახვა
კომენტარი
იზორია: ბრიუსელში ქვეყნისთვის წარმატებული ვიზიტის დამალვა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გულსატკენია
„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ბატონ მატისთან ჩემი შეხვედრა, სადაც მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, 45 წუთი გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ცალკეულმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს, რაც გულდასაწყვეტია“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყნის საგარეო კურსი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია: „ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კურსს რასაც ხალხი ირჩევს და რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ჰქვია. როდესაც ვხვდები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ბატონ მატისს, რომელიც სასაუბროდ 45 წუთს გვითმობს და ეს შეხვედრა ცალკეულ სტელევიზო საშუალებებში არ შუქდება, ჩემთვის ძალიან გულსატკენი ფაქტია. მე შეიძლება ბრალდებები გაღიმებულმა მოვისმინო, რადგან მართალი ვარ, გარკვეულ კრიტიკას ძალიან მშვიდად და საღი გონებით შევხვდე, მაგრამ ასეთი ფაქტების მიმართ ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რომ ამ ჰიბრიდული შემოტევების პირობებში, ჩვენ ერთი ცენტრალური ხაზი გამოვკვეთოთ, სადაც საგარეო კურსს მაქსიმალური ძალისხმევით დავუჭერთ მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, არა ჩემთვის ან ჩემი მეგობრისთვის, არამედ, მოსახლეობისთვის, ამის შესახებ კი ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, მოსახლეობის ინფორმირება არ მომხდარა, რაც გულდასაწყვეტია“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)