06:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 16:16:58, 713 ნახვა

საზოგადოება
სასმელი წყლის შადრევნებს ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ

სასმელი წყლის შადრევნებს თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ. თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“, სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით,  უკვე 300 ერთეული ონკანი შეიძინა.

დედაქალაქის ცენტრალურ  ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.

ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე.

უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების  შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა.

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს, რათა წყლის რაციონალური ხარჯვა თბილისის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics