|
2018-10-08 13:23:35, 1504 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
8-14 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში (Annual Meetings 2018), რომელიც ინდონეზიაში იმართება. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრაში, მათ შორის, ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვა მინისტერიალზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ" და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. (საქართველო შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ კიმთან ერთად, ოფიციალურად წარადგენს აღნიშნულ ინიციატივას). მსოფლიო ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით იგეგმება მრავალმხრივი მხარდაჭერა. საქართველოს მონაწილეობა პროექტში განპირობებულია აღნიშნულ სექტორში რეფორმირების აქტიური ინიცირებით. ვიზიტის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი, ასევე, გამართავს მაღალი დონის ორმხრივ მოლაპარაკებებს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ასევე, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცეპრეზიდენტებს. შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.
(NS)
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)