20:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 14:54:37, 343 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: თურმე მთავრობაში ცვლილებები დავაანონსე, ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობთ, მოსახლეობამდე ადეკვატურად მივიტანოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ის ინტერვიუ განმარტა, სადაც კოალიციაში და მათ შორის  პარლამენტში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობდა.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ჟურნალისტის კითხვაზე- მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" არსებული შემადგენლობით მისვლას თუ  მოახერხებს, უპასუხა, რომ  სერიოზული ცვლილებების წინაპირობას კოალიციაში ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში  გარკვეული ტიპის გადაადგილებები  იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არასწორად  ნათქვამი, იყო, რომ თითქოს მან მთავრობაში ცვლილებები დაანონსა.

"კითხვა პალიტრის ჟურნალისტის-" მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" არსებული შემადგენლობით მისვლას მოახერხებს?". ჩემი პასუხი-"კოალიციაში სერიოზული ცვლილებების წინაპირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ, კოალიციის დაშლაზე მეოცნებებს იმედები  გავუცრუო.შესაძლოა, აქედან და მომავალ არჩევნებამდე პარლამენტსა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ".ესაა ჩემი პასუხი და აქედან გამოდის ის ახალი ამბავი, რომ თურმე დავაანონსე ცვლილებები მთავრობაში.ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობთ,  ის ადეკვატურად მივიტანოთ მოსახლეობამდე",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics