02:03 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 00:27:52, 2461 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ფილიპი - მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

საქართველოსა და მოლდოვას შორის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ძალიან მაღალი დონის ურთიერთობები აკავშირებთ, - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
მოლდოვის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. 
“საქართველომ ხმა მისცა მოლდოვას რესპუბლიკის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია  და მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი საერთო გეზი ევროკავშირისკენ გვეხმარება ურთიერთობების გაღრმავებაში და მათთვის მეტი მნიშვნელობის შეძენაში. ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებზე. მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ბატონი პრემიერ-მინისტრისგანაც იგივე მოვისმინე მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაველ ფილიპმა.
მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კიშინეუში ორი ქვეყნის მთავარობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics