00:56 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 19:24:43, 1022 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალი: მაია ოთინაშვილის გატაცებას საქართველო პიარისთვის იყენებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის გატაცებას პიარისთვის იყენებს, - ამის შესახებ Cominf.org იუწყება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ოთინაშვილის საქმეზე გამოძიება ჯერ მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლება და უფლებადამცველი ორგანიზაციები "გატაცებასა" და მისი "უფლებების დარღვევაზე" უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ. გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში არსებული გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან მსგავსი ფაქტების განხორციელებაში და ამას საკუთარი პიარისთვის იყენებენ", - ნათქვამია დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

გარდა ამისა, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ "საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევაში რესპუბლიკა მხოლოდ კანონიერ ბერკეტებს იყენებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული მხარე, მას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს და საკითხს ხელოვნურად "ბერავს", რაც მიუღებელია". 

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics