|
2018-10-02 17:20:34, 3575 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაკავებულია 11 ადამიანი
საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც 11 ადამიანია დაკავებული, - ამის შესახებ france24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს დანკირკის გარეუბანში მდებარე მუსლიმური ორგანიზაციის შტაბბინა ალყაში აქვს მოქცეული. პოლიცია შიიტი მუსლიმების ცენტრის შენობაში ჩხრეკას ატარებს. მედიის ცნობით, ოპერაციაში 200 ძალოვანი მონაწილეობს. დაკავებულთა შორის ორგანიზაციის ლიდერი, იაჰუა გუასმი, რომელიც ანტისიონისტური მოწოდებებით და ირანთან კავშირებითაა ცნობილი. ძალოვანები ჩხრეკას დაკავებულების საცხოვრებლებშიც ატარებენ. როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, მუსლიმური ცენტრის ხელმძღვანელობა რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, გამოძიებამ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშები 6 თვით დააყადაღა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)