12:17 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 17:23:59, 2182 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო დუბაიში უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე იქნება წარდგენილი

2-4 ოქტომბერს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველო ქ.დუბაიში, უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე (Cityscape Global 2018) იქნება წარდგენილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოს, როგორც საპატიო ქვეყნის სტატუსით მიწვეულ ქვეყანას, განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.  

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  საქართველოს საინფორმაციო სტენდიც, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენა (Cityscape Global 2018) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრიან უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს.

დღესვე, გამოფენის ფარგლებში გამართულ ფორუმზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა  ქვეყნის საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სასტუმრო-მომსახურების სექტორების შესახებ პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა სტაბილურ ეკონომიკური გარემოზე, მნიშვნელოვნად გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და  განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics