12:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 14:46:38, 1630 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი დღის ბოლომდე კლინიკაში დარჩება

ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში" დღის ბოლომდე დარჩება.

მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყოფილი მინისტრისთვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მათთვის არ გადაუციათ.

„დღეს მერაბიშვილთან შევა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი, მოხდება სრულყოფილი ახალი კვლევის ჩატარება. ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი რამ გამოიწვია. როგორც აქამდე ვამბობდით, ეს შეიძლება იყოს, ინტოქსიკაცია. იმედია სრულად გამოიკვლევენ და დიაგნოზს მაინც გვეტყვიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას რომ, ისინი არიან უძლურები, არ შეუძლიათ მერაბიშვილისთვის დიაგნოზის დასმა და მისი მკურნალობა“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. მერაბიშვილი კლინიკაში 12 სექტემბერსაც იმყოფებოდა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას დამატებითი გამოკვლევები უტარდება. მერაბიშვილის გადაყვანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს სერიოზული არაფერი სჭირს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics