05:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 09:18:12, 366 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრეზიდენტი რამაზ დავითაიას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებ დღეს დაღუპული ჩვენი თანამემამულის, რამაზ დავითაიას ოჯახს. იგი გმირულად იბრძოდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მისი დაჭრის შემდეგ იმისათვის, რომ საქართველოს ერთგულ მეომართა რიგებში დარჩენილიყო. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ასევე ყველა სამხედროსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics