22:42 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-30 22:23:58, 1461 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე: სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც

 სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორემ წმინდა მთის მონასტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქი ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, იღუმენ პროდრომსს მიესალმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში იმყოფება და დღევანდელ წირვას ესწრებოდა.

„დიდია უფალი და დიდებულია მისი საქმენი, ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში, ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია.

ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან, მონასტრები დაარსდა მეოთხე-მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი საქართველოში პირველად ჩამობრძანდა.

ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და თანმხლებ პირებს. საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ჰქონდა ათონის მონასტრების მიმართ. ჩვენც გვქონდა სავანეები, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებისა, სადაც თქვენ მოღვაწეობთ“,- აღნიშნა ილია მეორემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics